დევისის თასი
Aa
Aa

დევისის თასი - საქართველომ სომხეთი დაამარცხა

მონტენეგროს ქალაქ ულცინში დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფის მატჩები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღო. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი სომხეთს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად დაამარცხა.

დღის პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშიმ აშოტ მკრტჩიანს 2 სეტში, ანგარიშით 6:2 6:0 მოუგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩის მიმდინარეობის დროს 5 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბაკშის შემდეგ მონტენეგროს კორტზე საბა ფურცელაძე გამოჩნდა, რომელმაც თავის დაპირისპირებაც 2 სეტში მოიგო. ჩვენებურმა სედრაკ ხაჩატურიანი ანგარიშით 6:0 6:2 დაამარცხა. საბამ შეხვედრის მიმდინარეობის დროს 6 ეისი შეასრულა.

წყვილებში საქართველოს სახელით ზუკა ტყემალაძემ და საბა ფუტკარაძემ იასპარეზეს. ქართულმა წყვილმა ჰენრიკ ნიკოღოსიანი და მიქაელ ავეტისიანი 6:2 6:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში სომხეთის გარდა კვიპროსის და ლიხტენშტაინის ნაკრებებთან მოხვდა. წრიული მატჩების გამართვის შედეგად, პირველი სამი გუნდი (თითოეული ჯგუფის სათავეში მოხვედრილი გუნდები და საუკეთესო მეორე) მეორე ქვეჯგუფის პლეი ოფში მიიღებს მონაწილეობას და 2023 წლის მეორე ჯგუფში გადასასვლელად იბრძოლებს, სამი გუნდი ისევ მესამე ჯგუფში დარჩება, ხოლო ორი წაგებული ნაკრები გუნდი კი მესამიდან მეოთხე ლიგაში დაქვეითდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მონტენეგროში ბასილაშვილის გარეშე ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები  სანდრო მეტრეველის, საბა ფურცელაძის, ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის შემადგენლობით თამაშობს. ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანი კი დავით კვერნაძე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება" - რუსი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა