ქართველი ფეხბურთელი, მალხაზ არზიანი გარდაიცვალა
რამდენიმე წუთის წინ, ქართულ საფეხბურთო სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი, მალხაზ არზიანი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არაა.
არზიანის საფეხბურთო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 1983 წელს კი ფოთის „კოლხეთში“ გამოდიოდა. 1984 წელს, იგი „დინამოში“ დაბრუნდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 62 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა. 1987 წელს, იგი „დინამო ბათუმს“ შეუერთდა, მოგვიანებით კი ლანჩხუთის „გურიაში“ ასპარეზობდა.
1987-დან 1993 წლამდე არზიანი „დინამო თბილისის“ რიგებში თამაშობდა და მონაწილეობა 109 შეხვედრაში მიიღო, მის ანგარიშზე 1 გოლია. 1993-95 წლებში იგი შვედური „გალივარის“ რიგებში ირიცხებოდა, 1997 წელს კი რუსთავის „მეტალურგში“ გამოდიოდა. არზიანს საქართველოს ნაკრების მაისურით 1 მატჩი აქვს ჩატარებული და იგი ზურაბ არზიანის მამა გახლდათ.
სურათის ბმული: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/311135