ჯოვინო ფლამარიონი, ბათუმის დინამო, თორნიკე გაფრინდაშვილი
Aa
Aa

მამუჩაშვილის შედევრი - ბათუმის დინამომ ტორპედო გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოქმედმა ლიდერმა ბათუმის ''დინამომ'' ქუთაისის ''ტორპედო'' 4:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, 39-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. 53-ე წუთზე მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა, ჯოვინო ფლამარიონი მათე აბულაძემ თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, მამუჩაშვილმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა.

77-ე წუთზე ფლამარიონმა მეორე პენალტი გამოიმუშავა, კვლავ აბულაძემ შეაჩერა, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და ''ტორპედო'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა.

ცვლილებაზე გამოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა 89-ე წუთზე დაბალ კუთხეში შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.


18 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 41 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ თბილისის ''დინამოს'' 6 ქულით უსწრებს. ქუთაისის ''ტორპედო'' 21 ქულით მე-7 პოზიციაზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს.

მე-19 ტურში ბათუმის ''დინამო'' ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლებს, შეხვედრა 25 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, თბილისის ''დინამოს'' მეტოქე ქუთაისის ''ტორპედო'' იქნება, თამაში ''დინამო არენაზე'' 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე: ''თუ კლუბები შეთანხმდებიან, გერმანულ კლუბში ვითამაშებ''
ზივზივაძე: ''თუ კლუბები შეთანხმდებიან, გერმანულ კლუბში ვითამაშებ''