ოფიციალურად - გიოტცე აინტრახტის ფეხბურთელია
საფეხბურთო სეზონი მორჩა და ახლა სპორტული გამოცემები სატრანსფერო სიახლეებით არის აჭრელებული. ყურადღების ცენტრში მოექცა მარიო გიოტცე, რომელსაც აქტიურად უკავშირებდნენ „მილანს“, მაგრამ თავად ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება არჩია.
ფრანკფურტის „აინტრახტის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ 2014 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მათ რიგებში 2025 წლამდე ითამაშებს.
გიოტცე:
„წარმოუდგენლად აღელვებული ვარ ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადმოსვლით. ამ კლუბმა საოცარ პროგრესს მიაღწია და დაიწყო საინტერესო და ამბიციური გზა, რომელშიც ახლა მონაწილეობას მეც მივიღებ. ამ გუნდში საოცარი გარემოა. სტადიონი, გულშემატკივრები.. ქალაქიც კი ჩემი გემოვნებით არის გაშენებული. ბუნდესლიგაში დაბრუნებას მოუთმენლად ველი. ასევე დიდი მოლოდინი მაქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის..“
✍️???? Eintracht Frankfurt have signed Mario Götze from @psveindhoven on a three-year contract until 2025.#Götze2025 #SGE
— Europa League Winners 2022 (@eintracht_eng) June 21, 2022
გიოტცე პსვ-ში
29 წლის შემტევი ნიდერლანდურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, გიოტცემ „ეინდჰოვენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 77-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.