ლუკა გაგნიძე, ლევან კობიაშვილი, ლუკა წულუკიძე
Aa
Aa

''მნიშვნელოვანია, ეს შანსი ყველამ გამოიყენოს'' - კობიაშვილი FIFA-ს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი FIFA-ს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ყველა უცხოელ მოქალაქეს რუსული კლუბების დატოვების უფლება აქვთ.

FIFA-მ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, რუსულ კლუბებთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ივლისამდე მოქმედებდა, გაახანგრძლივდა.

ლევან კობიაშვილი: ''მივესალმები, ფიფა-ს დღევანდელ განცხადებას. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფამ გაახანგრძლივა გადაწყვეტილება და ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა. სურვილის შემთხვევაში, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელსა და მწვრთნელს, სანქციის გარეშე შეუძლია საკუთარ კლუბთან კონტრაქტი შეაჩეროს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რაიმე სახის ვალდებულება აკავშირებს რუსულ კლუბებთან. განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა დგას. არჩევანის გაკეთებისას თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. 

FIFA-მ ეს გადაწყვეტილება პირველად რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამით უკვე ისარგებლა არაერთმა ფეხბურთელმა. მათ როგორც ევროპულ ისე ქართულ კლუბებში გააგრძელეს თამაში. იმედი მაქვს, ამ პროცესში ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართული კლუბები და ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს ჩვენ ჩემპიონატში ვიხილავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაში ქართულ კლუბებს ევროტურნირების მატჩები ელოდებათ''.

შეგახსენებთ, ახლახანს მოსკოვის ''დინამოს'' ლუკა გაგნიძე შეუერთდა, ფეხბურთელს რუსულ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა FIFA-ს ახალი წესის მიხედვით, მოთამაშეებს რუსული კლუბების დატოვების უფლება აქვთ. გაგნიძის გარდა რუსეთში ლუკა წულუკიძე დაბრუნდა, რომელიც ''ურალთან'' ერთად ემზადება. დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, მათ რუსეთის დატოვების უფლება აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე: ''თუ კლუბები შეთანხმდებიან, გერმანულ კლუბში ვითამაშებ''
ზივზივაძე: ''თუ კლუბები შეთანხმდებიან, გერმანულ კლუბში ვითამაშებ''