ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზივზივაძე: ''თუ კლუბები შეთანხმდებიან, გერმანულ კლუბში ვითამაშებ''

''მოლ ფეჰერვარის'' ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ''საგოლე გადაცემაში'' სტუმრობისას გერმანული ''კარლსრუეს'' ინტერესი დაადასტურა. შესაძლოა, 28 წლის თავდამსხმელი მეორე ბუნდესლიგის ''კარლსრუეში'' გადავიდეს. ტრანსფერი კლუბების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული: თუ სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან, ზივზივაძის ''კარლსრუეში'' გადასვლა რეალურია.

''მეორე ბუნდესლიგის ''კარლსრუეა'' დაინტერესებული. გერმანული კლუბი ''მოლ ფეჰერვარს'' სატრანსფერო თანხაზე უნდა შეუთანხმდეს. რა თქმა უნდა, თუ კლუბები შეთანხმებიან, გერმანიაში თამაშის სურვილი მაქვს. თუ მეორე ბუნდესლიგაში გოლებს გავიტან, ბუნდესლიგა ერთ ნაბიჯშია, ბუნდესლიგიდანაც გაჩნდება ინტერესი. გარდა ამისა, შესაძლოა ''კარლსრუემ'' ბუნდესლიგაში აღზევებისთვის იბრძოლოს.

ალექსანდრე იაშვილს, რომელიც ''კარლსრუეში'' თამაშობდა, ''კარლსრუესთან'' დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა სანაკრებო მატჩებამდე არ მითხრა. როცა შეხვედრები დასრულდა, შემდეგ მითხრა, რომ ''კარლსრუედან'' ინტერესი იყო. იაშვილმა მითხრა, რომ არ მინდოდა თამაშებამდე მეთქვა, რადგან შესაძლოა, ამ ტრანსფერზე ბევრი გეფიქრაო''.


გარდა ამისა, ზივზივაძე „ანკარაგიუჯუს“ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი, ოსმან ჯენგიზი ავრცელებს და აცხადებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ინფორმაცია გასულ კვირაში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუმ უნგრეთის ჩემპიონატში, „უიპეშტის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), მის აქტივში 11 გოლი და 2 საგოლე პასია. უნგრეთის თასზე ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1/4-ფინალში მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, ნახევარფინალში კი - 90 წუთი.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ბუდუმ ''უიპეშტში'' იჯარით გაატარა, ''მოლ ფეჰერვართან'' მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა მოქმედ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, წლეულს სასტარტოში სამჯერ ითამაშა და სამივე შეხვედრაში გოლი შეაგდო (ამხანაგურში ბოსნიას გაუტანა, ერთა ლიგაზე ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას). საერთო ჯამში, საკლუბო და სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით, თუ მხოლოდ სასტარტოში ჩატარებულ მატჩებს ჩავთვლით, ბუდუმ 15 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფოტო: NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი და მბაპეს დუეტზე ოცნებობენ - პარი სენ-ჟერმენი ლევანდოვსკის შეძენას ცდილობს
მისი და მბაპეს დუეტზე ოცნებობენ - პარი სენ-ჟერმენი ლევანდოვსკის შეძენას ცდილობს