დორტმუნდი, სებასტიან ალე
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ალე დორტმუნდში ითამაშებს

მას შემდეგ, რაც „დორტმუნდმა“ ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ გაუშვა ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. გერმანული კლუბი ახალგაზრდა ტალანტების გადაბირებით გამოირჩევა.

„ბორუსიას“ ხელმძღვანელობას არც მეტი, არც ნაკლები სებასტიან ალეს შეძენა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, ამ საკითხთან დაკავშირებით „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

რომანოს თქმით, „დორტმუნდი“ დარწმუნებულია, რომ ალეს მიმდინარე კვირაში გაიფორმებს. ამის ფიქრის საფუძველს კი ფეხბურთელთან პირადი დეტალები და პირობები შეთანხმებულია. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.

ალეს ბრწყინვალე სეზონი

27 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში გაიბრწყინა. ყველა ტურნირზე ერთად 42 ჩატარებულ შეხვედრაში სებასტიანმა 34 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ალემ 34-დან 8 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საერთაშორისო ტურნირი ივნისის ბოლოს - ფეხბურთელთა უმრავლესობა ლტოლვილი იქნება
საერთაშორისო ტურნირი ივნისის ბოლოს - ფეხბურთელთა უმრავლესობა ლტოლვილი იქნება