უელსის ნაკრები, რაიან გიგზი
Aa
Aa

რაიან გიგზმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

რაიან გიგზმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია უელსის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

ბრიტანულ მედიაში 48 წლის სპეციალისტის გადადგომის მიზეზად ის სკანდალი სახელდება, რომელშიც გიგზი 2020 წელს გაეხვა. კერძოდ, 2020 წლის ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდას ყოფილმა ცოლმა ქეით გრევილმა ფიზიკური თავდასხმისთვის უჩივლა. ამის გამო, გიგზი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავებულიც იყო. მალევე, ამავე საქმეზე უელსელ სპეციალისტს ბრალი ქეით გრევილის უმცროს დაზე, ემა გრევილზე თავდასხმაშიც წაუყენეს.

აღნიშნულ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 2022 წლის 8 აგვისტოს არის ჩანიშნული, ყოფილი ფეხბურთელი კი ყველა ბრალდებას უარყოფს. ასევე, გიგზს არ სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში მისი პროცესი ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს და ფიქრობს, რომ ეს ფეხბურთელებზე უარყოფითად იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ გიგზი უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2018 წელს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიოს ამბიციები -
მოურინიოს ამბიციები - "განსაკუთრებულს" რომაში ბეილის მიყვანა სურს