ანზორ კავაზაშვილი
Aa
Aa

ანზორ კავაზაშვილი პოლონეთის ნაკრებიდან გარიცხულ ფეხბურთელს მხარდაჭერას უცხადებს

მოსკოვის სპარტაკისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რაც მაჩეი რიბუსის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთას გულისხმობს.

მიზეზი 32 წლის პოლონელი ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც რიბუსმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მოსკოვის „სპარტაკი“ არ დატოვა. ამის გამო, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხა.

ანზორ კავაზაშვილი მაჩეი რიბუსს მხარდაჭერას უცხადებს.

რას ამბობს კავაზაშვილი:

თუ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო, მაშინ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ უწყებაში ყველა ოფიციალური პირი გაგიჟდა. თუმცა, გასაკვირი არაფერია, რადგან ფიფაშიც და უეფაშიც იგივე პიროვნებები არიან. ისინი ღიმილით გველაპარაკებიან, მაგრამ ზურგს უკან ჩვენთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ.

პოლიტიკა საშინელებაა და როდესაც სპორტში პოლიტიკაც ერევა, ამას კარგი არაფერი მოაქვს. პოლონელი მაღალჩინოსნები სწორედ ამას ცდილობენ.

რიბუსს სასამართლოში თავისი უფლებების დაცვა ნამდვილად არ სჭირდება. ის 32 წლისაა, რის გამოც პოლონეთის ნაკრებში მისი კარიერა უკვე ვარდნის გზაზეა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი ქვეყნის ნაკრების ხელმძღვანელები ფსონებს უკვე ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დებენ. დაე, რიბუსმა ყურადღება „სპარტაკზე“ გაამახვილოს, რაზე უნდა ინერვიულოს? წლების განმავლობაში, რუსეთის ჩემპიონატში თამაშის დროს მან დიდი ფული გამოიმუშავა, რაც აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ კარიერის ბოლოს პოლონეთში წავიდეს და მშვიდად იცხოვროს, თუ რა თქმა უნდა მის მიმართ რუსოფობიების მხრიდან რაიმე სახის დევნა არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები