აინტრახტი, პსვ, მარიო გიოტცე
Aa
Aa

ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - გიოტცე ბუნდესლიგაში ბრუნდება

საფეხბურთო სეზონი მორჩა და ახლა სპორტული გამოცემები სატრანსფერო სიახლეებით არის აჭრელებული. ყურადღების ცენტრში მოექცა მარიო გიოტცე, რომელსაც აქტიურად უკავშირებდნენ „მილანს“, მაგრამ თავად ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება არჩია.

2014 წლის მუნდიალის გმირი ფრანკფურტის „აინტრახტში“ ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ავტორიტეტული გამოცემა BILD ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, გიოტცეს გამოსყიდვა „აინტრახტს“ სულ რაღაც 3 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და მარიო ფრანკფურტში 2025 წლამდე ითამაშებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „აინტრახტმა“ ევროპის ლიგა მოიგო და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. გიოტცესნაირი ფეხბურთელის დამატება კი კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

გიოტცე პსვ-ში

29 წლის შემტევი ნიდერლანდურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, გიოტცემ „ეინდჰოვენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 77-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეტოომ თაღლითობა აღიარა და ''მეორე მამას'' დააბრალა
ეტოომ თაღლითობა აღიარა და ''მეორე მამას'' დააბრალა