ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მატიას ოლივერა
Aa
Aa

''ნაპოლი არ დასუსტებულა, კვარაცხელია და ოლივეირა დაიმატეს'' - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

Radio Merte-ს ჟურნალისტმა მასიმილიანო გალომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ტალანტისა და მატიას ოლივეირას დამატება ნიშნავს იმას, რომ ''ნაპოლი'' არ დასუსტდება. გალოს აზრით, კვარაცხელიას ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტია.

''ვსაუბრობთ ''იუვენტუსსა'' და ''ინტერზე'', მაშინ როცა ''ნაპოლიმ'' ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა მოთამაშე, პლუს მარცხენა მცველი მატიას ოლივეირა. ''ნაპოლი'' არ დასუსტებულა, მათ კვარაცხელია და ოლივეირა დაიმატეს''.

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

ყაზანის ''რუბინის'' დატოვების შემდეგ კვარაცხელია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობს. მის აქტივში 11 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასია. გარდა ამისა, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საწყის სამ ტურში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. პირველ ივლისს, ხვიჩა ''ნაპოლის'' შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''გასახდელში გიჟივით იქცეოდა, მაგრამ მისი ხასიათი მომწონდა'' - დურიში ქეცბაიაზე
''გასახდელში გიჟივით იქცეოდა, მაგრამ მისი ხასიათი მომწონდა'' - დურიში ქეცბაიაზე