გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

27:30 - ვინ არის მსაჯი, ვინც სამივე რაუნდი დამირ ისმაგულოვს მისცა?

გასულ უქმეებზე, UFC-ის ოქტაგონზე ორი ქართველი მებრძოლი ვიხილეთ. რომან დოლიძე კაილ დაუკაუსს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა, გურამ ქუთათელაძე კი დამირ ისმაგულოვს შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. სოციალურ ქსელებში „ქართველი ვიკინგის“ წაგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განსაკუთრებით, ერთი არბიტრი გააკრიტიკეს, რომელმაც სამივე რაუნდი დამირ ისმაგულოვს მისცა. არადა, გურამმა მინიმუმ ერთი! რაუნდი ნამდვილად მოიგო.

ამ პოზიციას ცნობილი უცხოური გამოცემებიც იზიარებენ. მაგალითად, BloodyElbow ამ ბრძოლის შესახებ წერს: „ისმაგულოვის ჯებმა მე-2 და მე-3 რაუნდებში შესანიშნავი სამუშაო გასწია და ქუთათელაძის შეტევები გააკონტროლა, მაგრამ მსაჯს, რომელმაც პირველი რაუნდი ისმაგულოვს მისცა, სერიოზული შეკითხვები უნდა დაუსვან, რადგან ერთადერთი რაუნდი, რომელშიც ყველაფერი ასე თუ ისე ნათელი იყო, პირველი რაუნდი გახლდათ და ის ისმაგულოვს ნამდვილად არ მოუგია“.

Mmmanews: „ეჭვგარეშეა, რომ ისმაგულოვისა და ქუთათელაძის ჩხუბი ძალიან დაძაბული იყო და გამარჯვებულის გამოვლენა ურთულესი გახლდათ, მაგრამ ჯეისონ სტაფინი ამ პოზიციას არ იზიარებს. გამოცდილმა კრის ლიმ და დაგ კროსბიმ MMA-ის ქომაგთათვის მისაღები ანგარიში დააფიქსირეს, სტაფინი კი აშკარად შეცდა“.

როგორც მიხვდით, ჩხუბის მსაჯები კრის ლი, დაგ კროსბი და ჯეისონ სტაფინი იყვნენ. პირველი ორი MMA-ის გამოცდილი არბიტრები არიან და UFC-ის ბევრი ღონისძიება განუსჯიათ. აი, სტაფინს რაც შეეხება, იგი ადგილობრივი (ტექსასელი) მსაჯია, რომელსაც 2016 წლის შემდეგ, მონაწილეობა მხოლოდ 2 ღონისძიებაში აქვს მიღებული. 2016 წელს, იგი Bellator 161-ზე მიიწვიეს, 2018-ში UFC Fight Night 126-ზე ვიხილეთ, ხოლო წლეულს, UFC on ESPN 37-ზე სადაც გურამი და რომანი გამოვიდნენ.

სხვათა შორის, სტაფინის დანიშვნას MMA-ის ერთ-ერთი ქომაგი ასე ეხმაურება: „ეს MMA-ის გადამკვდარი გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი უდიდესი და საინტერესო ბრძოლა იყო და მათ უფლება მისცეს, რომ მსაჯი ეს ბიჭი ყოფილიყო?! ღმერთო ჩემო...“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქუთათელაძის მწვრთნელი: „სამარცხვინო გადაწყვეტილება, გურამმა ეს ბრძოლა მოიგო“
ქუთათელაძის მწვრთნელი: „სამარცხვინო გადაწყვეტილება, გურამმა ეს ბრძოლა მოიგო“