ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

„ყველა ტიტულის მოგება მინდა! ჰალა მადრიდ!" - რეალმა რუდიგერი წარადგინა

მადრიდის „რეალმა“ ანტონიო რუდიგერი წარადგინა. „სამეფო კლუბმა“ პრესკონფერენცია გამართა, რომლის მიმდინარეობისას, გერმანელმა ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ ქომაგებს მიმართა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

„ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულია. მინდა, ჩემს მშობლებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე აქ არ ვიქნებოდი და ისინი მხარს ყოველთვის მიჭერდნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, რადგან აქ თამაშის საშუალება მომცა და ასევე, მადლიერი ვარ, რეალის წევრების, რომლებმაც ასეთი დახვედრა მომიწყეს. შემიძლია, დაგპირდეთ, რომ ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ და მინდა, ყველა ტიტულო მოვიგო, რომლის დასაკუთრების შანსიც გვექნება. ჰალა მადრიდ და სხვა არაფერი!“

რას მოუტანს რუდიგერი გუნდს

„რეალს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით ჩემს პოზიციაზე, მაგრამ არ ვნერვიულობ და ვფიქრობ, კონკურენციას გავზრდი. ჩემი აზრით, ეს გუნდისთვის ძალიან კარგი, ხოლო პირადად ჩემთვის, შესანიშნავი გამოწვევა იქნება“.

განსხვავებული ჩემპიონატები

„გერმანიაში მითამაშია და იქ ძალიან სწრაფი უნდა იყო. იტალიაში ტაქტიკურ ფეხბურთს მისდევენ. ინგლისში ფიზიკური კონდიციები და ძალისმიერი სტილი უმნიშვნელოვანესია, ესპანეთში კი მაღალი დონეა, რაც გახლავთ გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც მინდა“.

პირველი კონტაქტი რეალთან

„რეალი ჩემს აგენტს პირველად გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა. მეორედ, ეს აპრილში მოხდა, როცა კარლო ანჩელოტის ვესაუბრე. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ რეალში უნდა გადავსულიყავი. ანჩელოტიმ მითხრა, რომ გუნდის დახმარება შემეძლო და ასაკი პრობლემას არ წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ დიდი კონკურენციის დაძლევა მომიწევს, რადგან საუბარი რეალზე გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ რუდიგერი „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბოლოს იგი „ჩელსიში“ ასპარეზობდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეგიონერი ინგლისიდან - 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა
ლეგიონერი ინგლისიდან - 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა