ილია თოფურია
Aa
Aa

„თუ დავიჭერ, ბრძოლაც დასრულდება" - ევლოევი თოფურიაზე

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ევლოევის თქმით, მისი მომდევნო მეტოქე ტოპ 5-ის ან ტოპ 10-ის წევრი მებრძოლი უნდა იყოს და „ელ მატადორთან“ ჩხუბს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ დარწმუნდება, რომ ილიას ქვემსუბუქ წონით დივიზიონში წონის ჩაბარების პრობლემა არ ექნება.

„დენამ როგორც მითხრა, ჩემი მომდევნო მეტოქე ტოპ 5-ის ან ტოპ 10-ის წევრი მებრძოლი იქნება. ნებისმიერისთვის მზად ვარ და გამონაკლისი არც საჩემპიონო ჩხუბია. თოფურიას რაც შეეხება, მან ქვემსუბუქ წონით დივიზიონში წონა ვერ ჩააბარა და ამის შემდეგ, მსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბა. დიახ, ეს ჩემთვის პრინციპული დაპირისპირებაა, მაგრამ გარისკვას და მასთან ჩხუბზე თანხმობის თქმას არ ვაპირებ. მინდა, დავრწმუნდე, რომ რომელიმე სხვა მებრძოლის წინააღმდეგ, ქვემსუბუქ დივიზიონში, წონას ჩააბარებს, შემდეგ კი მზად ვარ, ვეჩხუბო. თუ რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს. თუ წააგო, დიდხანს მოუწევს ხვეწნა, რომ ჩემთან ბრძოლის შანსი მიიღოს.

ილიას რამდენიმე ბრძოლა მინახავს და ჰერბერტთან გამართული ჩხუბი მათ შორისაა. ნოკდაუნის შემდეგ, თავი ხელში აიყვანა, ხასიათი გამოავლინა და მოიგო, თუმცა მე ისეთ შეცდომებს არ დავუშვებ, როგორიც მისმა მეტოქემ დაუშვა. თუ დავიჭერ, ბრძოლა დასრულდება“.

შეგახსენებთ, რომ ევლოევსა და თოფურიას რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსით ინფიცირების გამო თქვა. მის ნაცვლად ილია შარლ ჟურდენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ექიმებმა წონის კლების პროცესის შეწყვეტა მოსთხოვეს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქუთათელაძის მწვრთნელი: „სამარცხვინო გადაწყვეტილება, გურამმა ეს ბრძოლა მოიგო“
ქუთათელაძის მწვრთნელი: „სამარცხვინო გადაწყვეტილება, გურამმა ეს ბრძოლა მოიგო“