გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

UFC-ის ყოფილი არბიტრი: „მსაჯის შეცდომამ შედეგზე გავლენა იქონია“

UFC-ის ყოფილმა მსაჯმა, ჯონ მაკარტიმ გურამ ქუთათელაძისა და დამირ ისმაგულოვის ბრძოლასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მაკარტიმ ყურადღება მესამე რაუნდზე გაამახვილა, როცა ოქტაგონის მსაჯმა, ჰერბ დინმა გურამის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ბრძოლა შეაჩერა და განაცხადა, რომ დინმა შეცდომა დაუშვა.

„ეს ძალიან დაძაბული ჩხუბი იყო. მესამე რაუნდში ვიხილეთ დარტყმა, რომელიც წესების დაცვით იყო განხორციელებული. ჰერბმა შეცდომა დაუშვა, როცა ისმაგულოვს უპირატესობა მიანიჭა. პირველ რიგში, იგი პარტერიდან წამოაყენა, მეორეც, ძალების აღსადგენად დრო მისცა და რაც მთავარია, მსაჯებმა გურამის მიერ მუხლით განხორციელებული დარტყმა არ ჩათვალეს, რადგან დინმა ის აკრძალულ დარტყმად გამოაცხადა.

რეალურად, ქუთათელაძეს წესები არ დაურღვევია. დინის შეცდომის გამო, ვერ ვნახეთ, პარტერში რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. დიახ, მკერდზე განხორციელებული დარტყმისას კონტაქტი შესაძლოა, მეტოქის ყბასთან მოხდეს, მაგრამ მთავარია დარტყმა სად იყო განხორციელებული. იმის გამო, რომ გურამის მუხლი ისმაგულოვის ყბას შეეხო, არ შეიძლება, ვთქვათ, რომ დარტყმა აკრძალული იყო. ამ ეპიზოდმა ბრძოლის შედეგზე გავლენა იქონია და მაინტერესებს, რა მოხდებოდა, ჰერბი რომ არ შემცდარიყო“.

ცნობისთვის, გურამის მარცხს მისი მწვრთნელ, ანდრეას მაიკლიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართველ ვიკინგს“ მოგება მოჰპარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენგან მივიღე“ - შენგელია ვირტუსს დაემშვიდობა?
„დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენგან მივიღე“ - შენგელია ვირტუსს დაემშვიდობა?