თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

''მადლობა, ამ საოცარი მოგზაურობისთვის'' - ქეცბაიას ემოციურად დაემშვიდობნენ

''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი თემურ ქეცბაიამ დატოვა. ქართველ სპეციალისტს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები გულთბილად დაემშვიდობნენ. მათ შორის აღსანიშნავია კლუბის მეკარეების მწვრთნელის, ზოლტან ნაგისა და ფეხბურთელის, გეორგოს პაპადოპულოსის სიტყვები.

უნგრელმა ზოლტან ნაგიმ, რომელიც ''ანორთოსისის'' მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, ქეცბაიასთან მიმართებით Instagram-ში დაწერა:

''ვამაყობ, რომ შენთან ვმუშაობდი. მადლობა, საოცარი მოგზაურობისთვის. მადლობა, რომ კლუბის ყველა მიღწევის მონაწილე ვიყავი''.

2005-07 წლებში ნაგი თემურ ქეცბაიასთან ერთად ''ანორთოსისში'' თამაშობდა. 2007-09 წლებში ნაგი ''ანორთოსისის'' მეკარე იყო და მთავარ მწვრთნელად ქეცბაია მუშაობდა.

ასევე, ემოციური იყო ''ანორთოსისის'' მეკარის, გეორგოს პაპადოპულოსის სიტყვები.

''ჩემი პირადი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ჩემთან იყავი. საფეხბურთო ცხოვრება მოკლე მოგზაურობაა თანამებრძოლებითა და მეტოქეებით... რაც სამუდამოდ რჩება, ის მომენტებია, როცა ჩვენს საფეხბურთო ბუნებას გარკვეული დროით ვტოვებთ და ადამიანურ მხარეს სიცილისა და ტირილის უფლებას ვაძლევთ... მადლობა ყველაფრისთვის... კარიერის კარგ გაგრძელებას გისურვებ''.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისის“ ბოლო სამი წლის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

2019 წლიდან მოყოლებული თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა“ 119 მატჩი ჩაატარა: 56 გამარჯვება, 31 ფრე, 32 მარცხი.

თემურ ქეცბაიას გამოსამშვიდობებელი წერილი ასეთი იყო:

„ჩემო ანორთოსისელო და ფამაგუსტელო მეგობრებო, დამშვიდობების დრო დადგა. 3-წლიანი მოგზაურობის შემდეგ „ანორთოსისს“ ვტოვებ. როცა ერთი წრე იხურება, ყოველთვის მეორე იხსნება. მთელი გუნდით მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ 3 წლის განმავლობაში ვიმუშავე. უღრმესი მადლობა ფამაგუსტასა და „ანორთოსისთან“ დაკავშირებულ ყველა ცნობილ, თუ უცნობ პიროვნებას, ვინც ასეთი თბილი რწმენით და სიყვარულით მიჭერდა მხარს. თქვენ ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნებათ. სამუდამოდ შევინახავ თქვენს სიყვარულს. მე ყოველთვის დავრჩები კლუბის გულშემატკივრად და ყოველთვის მივადევნებ თვალს მის ყოველ ნაბიჯს. მადლობა!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თქვენს სიყვარულს სამუდამოდ შევინახავ“ - ქეცბაია ანორთოსისს დაემშვიდობა
„თქვენს სიყვარულს სამუდამოდ შევინახავ“ - ქეცბაია ანორთოსისს დაემშვიდობა