ენტონი ჯოშუა, ალექსანდრ უსიკი
Aa
Aa

ოფიციალურად: უსიკისა და ჯოშუას მატჩ-რევანშის თარიღი ცნობილია

WBA-ს, WBO-ს და IBF-ის ვერსიით, მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონს, ალექსანდრ უსიკისა და ამავე ლიგებში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის, ბრიტანელ ენტონი ჯოშუას შორის მატჩ-რევანში 20 აგვისტოს გაიმართება. ინფორმაცია სარეკლამო კომპანია Matchroom Boxing-მა დაადასტურა, რომელმაც მოკრივეების ორთაბრძოლას „წითელ ზღვაზე გაბრაზებაც“ (Rage on the red sea) უწოდა.

ასევე, ოფიციალურად გახდა ცნობილი ორთაბრძოლის ჩატარების ადგილიც. ის საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, Jeddah Super Dome არენაზე შედგება. ცნობისთვის, არენა 40 ათას გულშემატკივარს იტევს და აქამდე არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის უმასპინძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული WWE Elimination Chamber-ი იყო, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა.

საგულისხმოა, რომ მატჩ-რევანში თავდაპირველად 23 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ენტონი ჯოშუას თხოვნით 1 თვით გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მოკრივემ ახალი მწვრთნელის აყვანის გამო ბრძოლისთვის მოსამზადებლად დამატებითი 30 დღე ითხოვა, რაზეც პრომოუტერებისგან თანხმობა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელ და ბრიტანელ მოკრივეებს შორის პირველი ორთაბრძოლა ალექსანდრ უსიკის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯოშუასთან მატჩ-რევანშით უკრაინას დიდ დახმარებას გავუწევთ“ - უსიკი
„ჯოშუასთან მატჩ-რევანშით უკრაინას დიდ დახმარებას გავუწევთ“ - უსიკი