„მთავარი მიზანია, რომ დინამომ თავისი თამაში აჩვენოს“ - ჭიაბრიშვილის პირველი კომენტარი
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „დინამოს“ მომდევნო 2.5 წლის განმავლობაში გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს.
კლუბის პრესსამსახური 42 წლის სპეციალისტის კომენტარს ავრცელებს.
გიორგი ჭიაბრიშვილი:
შეგახსენებთ, რომ ჭიაბრიშვილამდე თბილისის „დინამოს“ კახა ცხადაძე წვრთნიდა, თუმცა ამ უკანასკნელმა პოსტი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ბოლო ტურში, „სამგურალთან“ 2:1 დამარცხების შემდეგ დატოვა.
გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა თამაში. „ლოკომოტივის“ გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის „საბურთალოს“ და „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელიც იყო.