პსჟ, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

მორიგი უარი პსჟ-ს - ზიდანს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა სურს

49 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, ზინედინ ზიდანმა პსჟ-ს კიდევ ერთ შეთავაზებაზე უთხრა უარი. სააგენტო RMC Sport-ის ცნობით, კლუბის ყატარელმა ხელმძღვანელებმა ზიდანს მორიგი შეთავაზება გაუკეთეს და კონტრაქტის გაფორმებას ეცადნენ, თუმცა 49 წლის სპეციალისტის მიზანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობაა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობას დატოვებს, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი კი სწორედ ზინედინ ზიდანია.

ამის მიუხედავად, ფრანგი სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ პსჟ-ში მუშაობა მაინც შეძლოს, თუმცა ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.

ცნობისთვის, პარალელურ რეჟიმში პარიზული გუნდის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს „ნიცას“ მთავარ მწვრთნელთან, კრისტოფ გალტიესთანაც აწარმოებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება არ არსებობს - ზიდანმა ყველაფერი უარყო
შეთანხმება არ არსებობს - ზიდანმა ყველაფერი უარყო