ოქსანა კალაშნიკოვა
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი - კალაშნიკოვა ფინალში დამარცხდა

დასრულდა იტალიაში გაიბას საერთაშორისო ტურნირი წყვილთა თანრიგში. ფინალში ერთმანეთს კალაშნიკოვა/დიატჩენკოსა და ბრენგლი/ლიუს დუეტები დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ ქართულ/რუსული წყვილი ორ სეტში 4:6 3:6 დამარცხდა.

პირველ სეტში წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ და ყველაფერი მეათე გეიმში გადაწყდა. იმ დროს, როცა ბრენგლი და ლიუ 5:4-ს იგებდნენ, ბრეიკი შეასრულეს და სეტი მათთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

მეორე სეტიც მსგავსი სცენარით წარიმართა, თუმცა ამერიკულმა დუეტმა ბრეიკი მეექვსე გეიმში შეასრულა და ამის შემდეგ კალაშნიკოვამ და დიატჩენკომ ვერაფერი გააწყვეს. 3:6 და მეორე ადგილი გაიბას საერთაშორისო ტურნირზე.. ცნობისთვის, აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 115 000 დოლარი იყო.

შეგახსენებთ, გასულ თვეში პარიზის ჩელენჯერის წყვილთა თანრიგის ფინალში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვასა და იაპონელი მიუ კატოს დუეტი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე კრისტინა მლადენოვიჩთან და ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადადთან სამ სეტში 7:5, 4:6, 4:10 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ეს გაუმართლებელია'' - სვიტოლინამ US OPEN-ის ორგანიზატორები გააკრიტიკა
''ეს გაუმართლებელია'' - სვიტოლინამ US OPEN-ის ორგანიზატორები გააკრიტიკა