უიმბლდონი
Aa
Aa

გადაწყვეტილება შეცვლილია - რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელი საქართველოს უბრუნდება

29 წლის ჩოგბურთელი, ნათელა ძალამიძე, სხვადასხვა ტურნირზე რუსეთის სახელით გამოდიოდა, თუმცა WTA-ს წყვილთა რეიტინგში 44-ე პოზიციაზე მყოფმა ჩოგბურთელმა საქართველოს სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა, სადაც ძალამიძის სახელის გვერდით საქართველოს დროშას ვხედავთ.

როგორც ირკვევა, უიმბლდონზე, წყვილთა თანრიგში, ძალამიძე სერბ ალექსანდრა კრინიჩთან ერთად იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ უიმბლდონმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვების გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო. რამდენიმე რუსმა ჩოგბურთელმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ ომს ეწინააღმდეგება, თუმცა უიმბლდონის პოზიცია უცვლელი დარჩა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვალიფიკაციო ეტაპი - ბასილაშვილი რეიტინგის 346-ე ნომერთან დამარცხდა
საკვალიფიკაციო ეტაპი - ბასილაშვილი რეიტინგის 346-ე ნომერთან დამარცხდა