მოურინიო ანერვიულდა - პრემიერ ლიგაში აბრაჰამის მიმართ ინტერესი გაიზარდა
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ლიგის კლუბებს ტამი აბრაჰამის გადაბირება სურდა. ინგლისელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ იჩენდნენ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „არისტოკრატებმა“ აზრი შეიცვალეს და ახლა ორი კლუბი დარჩა. „მეთოფეების“ და „წითელი ეშმაკების“ ინტერესი იმდენად დიდია, რომ ჟოზე მოურინიო ანერვიულდა.
პორტუგალიელი სპეციალისტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აბრაჰამი შეინარჩუნოს. Corriere dello Sport-ის ცნობით, ჟოზე მას არწმუნებს, რომ „ჯალოროსისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრობას ჰპირდება.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ინგლისელი „ჯალოროსის“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიდან“ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ტამის სერია ა-ში ყველაფერი კარგად წაუვიდა. სადებიუტო სეზონში მან 17 გოლი გაიტანა და გუნდს კონფერენს ლიგის მოგებაში დაეხმარა.
ასევე გეტყვით, კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ, „განსაკუთრებულმა“ საკუთარი გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა. მოურინიოს „რომაში“ გარეთ ბეილის და საულ ნიგესის ხილვა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო აღნიშნულ ტრანსფერებზე საკმაოდ ბევრს მუშაობს.
#Calciomercato #Roma: la #PremierLeague all'assalto di #Abraham, per #Mourinho è intoccabile. E spunta un accordo con l'agente https://t.co/krFR9NTCKN
— calciomercato.com (@cmdotcom) June 19, 2022