დანი ალვეში, მარსელო, რონალდო
Aa
Aa

რონალდო ვალიადოლიდში მარსელოსა და ალვეშის მიყვანას გეგმავს

„ვალიადოლიდის“ მფლობელი ლეგენდარული რონალდო თავისი გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

ამჟამად უგუნდოდ მყოფი მარსელო და დანი ალვეში შესაძლოა „ვალიადოლიდში“ ვიხილოთ. „კიჭას“ ამის დიდი სურვილი აქვს და მათი დახმარებით ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას გეგმავს.

რონალდო, რომელიც კლუბის აქციების 51%-ს ფლობს და მისი პრეზიდენტია, ეროვნულ ნაკრებში თავისი ორი ყოფილი გუნდელის დამატება არა მხოლოდ სპორტული შედეგებისთვის სურს, არამედ ფინანსური კუთხითაც. ის თვლის, რომ სასპონსორო ხელშეკრულებების მხრივ კლუბში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდება, თუ ისინი მარსელოსა და ალვეშს გაიფორმებენ.

„ფენომენი“ იმედოვნებს, რომ მარსელო და დანი ალვეში ხელფასების მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმდებიან, რადგან „ვალიადოლიდს“ არ შეუძლია გადაუხადოს მათ იმდენი, რამდენსაც წინა გუნდებში იღებდნენ.

რონალდოს გუნდმა გასულ სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და ლა ლიგას, დაქვეითებიდან ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ლა ლიგის დონის მატჩებისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება ვისწავლე''
''ლა ლიგის დონის მატჩებისთვის ფსიქოლოგიურად მომზადება ვისწავლე''