რომელუ ლუკაკუ, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, კარიმ ბენზემა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ტოტი - ლუკაკუს, მბაპეს, ჰოლანდის, ბენზემასა და ოქროს ბურთის შესახებ

ფრანჩესკო ტოტიმ ჯანლუკა დიმარციოსთან საუბრისას აქტუალურ სატრანსფერო ახალ ამბებზე თავისი მოსაზრებები დააფიქსირა.

ლუკაკუს ინტერში შესაძლო დაბრუნება

„ამას არ ველოდი, მაქსიმუმ მეგონა რომ ჩელსიდან ის სხვა კლუბში წავიდოდა. მას ინტერში დაბრუნება იმიტომ სურს, რომ ის იტალიაში აშკარად კარგი იყო და ნერაძურისთან ერთად სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოგებას შეეცდება. გუნდს აშკარად გამოადგება, ბევრს მოძრაობს და მცველებისთვის მისი აღნაგობიდან გამომდინარე მეურვეობა რთულია. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება შეტევაში მისი მეწყვილე. ნებისმიერ შემთხვევაში სიმონე ინძაგი მოხარული იქნება მისი დაბრუნებით“.

ჰოლანდის სიტიში ტრანსფერი - მბაპეს პსჟ-ში დარჩენა

„ჩვენ ვსაუბრობთ ტოპ კლუბებზე, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი მოთამაშეები იყიდონ. სიტი აუცილებლად იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. მბაპე? ჩემი აზრით, არჩევანს საბოლოოდ გულით აკეთებს, თუნდაც პსჟ-ზე და კოსმიურ ფულზე ვსაუბრობდეთ. ვფიქრობ, იქ დარჩენას ნებისმიერი აირჩევდა, მაგრამ მას გაფრთხილება და კონტროლი სჭირდება“.

ოქროს ბურთი და ბენზემა

„მას შემდეგ, რაც ბენზემამ გააკეთა, ვფიქრობ, ოქროს ბურთს იმსახურებს“.

მატიჩი რომაში

„თუ, მოურინიომ ის აირჩია, ეს ნიშნავს, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც კარგად თამაში შეუძლია. მან თავისი ღირებულება უკვე აჩვენა ევროპის დიდ გუნდებში. ვფიქრობ, მას შეუძლია თავისი შესაძლებლობები აჩვენოს“.

იბრაჰიმოვიჩის შესახებ

„ამ ასაკში 6 თვით უქმობა, რომ მომიწიოს, ვფიქრობ, თამაშზე უარს ვიტყოდი, მაგრამ ზლატანი არ დანებდება, მას კარგად ვიცნობ. იგი გააკეთებს არჩევანს და ეს სწორი არჩევანი იქნება. დაველოდოთ და ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება მუხლზე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერის დირექტორი: ფული პრობლემა არ არის, დე იონგის გასაფორმებლად ყველაფერს ვაკეთებთ
მანჩესტერის დირექტორი: ფული პრობლემა არ არის, დე იონგის გასაფორმებლად ყველაფერს ვაკეთებთ