ლევან ჩილაჩავა, გელა აფრასიძე
Aa
Aa

აფრასიძის ბრწყინვალე ჯარიმები - მონპელიე TOP 14-ის ფინალშია

TOP 14-ის 2021-22 წლების სეზონის ფინალში ''კასტრი'' შეხვდება ''მონპელიეს'', რომელმაც 1/2-ფინალში ''ბორდო'' 19:10 დაამარცხა.

''მონპელიეს'' გამარჯვებაში ქართველმა მორაგბემ, გელა აფრასიძემ დიდი წვლილი შეიტანა. პირველი ტაიმი ''მონპელიემ'' 13:10 მოიგო. მეორე ტაიმში, 70-ე წუთზე აფრასიძემ ჯარიმა 55 მეტრიდან გაიტანა, 77-ე წუთზე კი ჯარიმა 50 მეტრიდან ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ''კასტრმა'' ''ტულონი'' 24:18 დაამარცხა. 30 წლის ქართველი მორაგბე ლევან ჩილაჩავა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

TOP 14-ის ფინალში ''კასტრისა'' და ''მონპელიეს'' დაპირისპირება 24 ივნისს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი ბარბაროსებში! - გიგაშვილი მსოფლიო ნაკრებში ითამაშებს
კიდევ ერთი ქართველი ბარბაროსებში! - გიგაშვილი მსოფლიო ნაკრებში ითამაშებს