რეალი, პსჟ
Aa
Aa

40 მილიონი წელიწადში - პსჟ-ს ვინისიუსი უნდოდა

რამდენიმე დღის წინ, ვინისიუს ჯუნიორმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბრაზილიელი შემტევი „სამეფო კლუბში“ მინიმუმ 2026 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი დოლარი იქნება. ეს ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

ესპანელი ჟურნალისტი მარიო კარტახენა ახალგაზრდა შემტევთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ გასული ნოემბრიდან, მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით „პარი სენ ჟერმენი“ „რეალის“ „ოციანს“ სთხოვდა, რომ მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა.

ნასერ ალ-ხელაიფი მას წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობდა. ამას დამატებული ტრანსფერის ბონუსი და ბიზნესის შესაძლებლობები ყატარში. ასეთი მიმზიდველი წინადადების ფონზე ვინისიუსმა პირველ ადგილზე მაინც მადრიდის „რეალი“ დააყენა.

ვინისიუსი „რეალში“

ახალგაზრდა შემტევმა გასულ სეზონში საოცარი პროგრესი განიცადა. ყველა ტურნირზე ერთად ვინიმ „რეალის“ მაისური 52-ჯერ მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში კი ჯუნიორმა „რეალის“ შემადგენლობაში 170-ჯერ ითამაშა, თავი 36-ჯერ გამოიჩინა, ხოლო თანაგუნდელებს 43-ჯერ გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის ტოპ 10 ტრანსფერი, რომელმაც არ გაამართლა
რეალის ტოპ 10 ტრანსფერი, რომელმაც არ გაამართლა