UFC, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

მსაჯების საკამათო გადაწყვეტილება - ქუთათელაძე ისმაგულოვთან დამარცხდა

აშშ-ში, კერძოდ კი ქალაქ ოსტინში UFC-ის მორიგი ღონისძიება შედგა, სადაც ქართველმა გურამ ქუთათელაჩემ თავისი მორიგი ბრძოლა გამართა. მისი მეტოქე ყაზახი დამირ ისმაგულოვი იყო, რომელთანაც მარცხი განიცადა.

ბრძოლა 3 რაუნდს გაგრძელდა და გამარჯვებული საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით გამოვლინდა, რომელსაც ბევრი არ ეთანხმება - 28:28, 29:28, 30:27 ისმაგულოვის სასარგებლოდ.

სოცქსელებშიც ქომაგები ქუთათელაძის უკეთეს გამოსვლას უსვამდნენ ხაზს და წერდნენ, რომ გურამს გამარჯვება მოპარეს.

ამ ბრძოლას გამოეხმაურა UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე:

„ძალიან ვამაყობ ჩემი ძმით გურამ ქუთათელაძით. თუ მსაჯის გადაწყვეტილებას ეთანხმებით, ჩვენ ვერ ვიქნებით მეგობრები, ჩემმა ბიჭმა ეს ბრძოლა მოიგო“.

- წერს სოციალურ ქსელში ჭიკაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძის კარიერაში ეს მე-3 მარცხი იყო. ჯამში მის ანგარიშზე 12 გამარჯვებაა.

რაც შეეხება რუსეთის სახელით მოასპარეზე ყაზახ მებრძოლს, მას კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. იგი UFC-ში დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მე ნოკაუტების მეფე ვარ" - რომან დოლიძე გამარჯვების შემდეგ