კაკა
Aa
Aa

რეალის ტოპ 10 ტრანსფერი, რომელმაც არ გაამართლა

არსებობს ტრანსფერები, რომლებმაც არ გაამართლებს. რეალურად კი ამით ერთ-ერთი გამორჩეული მადრიდის „რეალია“. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ფეხბურთელებს, რომლებსაც „სამეფო კლუბში“ დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ, მაგრამ ასე არ მოხდა.

1 - ნიკოლა ანელკა

1999 წელს „რეალმა“ ფრანგი შემტევი 34.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ „არსენალიდან“ იყიდა, თუმცა მხარეების თანამშრომლობა მხოლოდ 1 წელი გაგრძელდა. ანელკა „ბლანკოსში“ ვარსკვლავის სტატუსით გადავიდა, მაგრამ ვერ გაამართლა.

ნიკოლას მადრიდული კარიერიდან ორი გოლის გამოყოფა შეგვიძლია, რომელიც მან მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაუტანა. ჯამში ანელკამ „რეალის“ რიგებში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. კლუბის დატოვების შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას „სამეფო კლუბში“ ძაღლივით ექცეოდნენ.

2 - ელვირ ბალიჩი

ჯონ ტოშაკი ბალიჩის თურქული კარიერით აღფრთოვანებული იყო და „რეალის“ ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ მასში დიდი თანხა გადაეხადა. „ბლანკოსმა“ ბოსნიელი თავდამსხმელი 1999 წელს „ფენერბახჩედან“ 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ტრანსფერიდან ძალიან მალე, ელვირმა ტრავმა მიიღო, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგაც კი ის მაღალ დონეზე ვერ თამაშობდა. ერთი სეზონის და ერთი მადრიდული გოლის შემდეგ ის კვლავ „ფენერბახჩეში“ დაბრუნდა.

3 - ანტონიო კასანო

იმ დროს იტალიელი ვარსკვლავი „რეალმა“ „რომადან“ 2006 წელს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა. დარღვეული დიეტა, არასწორი კვება, არასწორი დამოკიდებულება და მხოლოდ ერთი გოლი 7 მატჩში. კასანო „ბლანკოსიდან“ მალე აბარგდა.

„რეალის“ დატოვების შემდეგ ანტონიომ განაცხადა: „მადრიდში მყავდა მეგობარი, რომელიც სასტუმროს მიმტანი იყო. მისი ვალდებულება სექსის შემდეგ 3-4 ნაჭერი ნამცხვრის მოტანა გახლდათ.“

4 - დანილო

ბრაზილიელი მცველი „სამეფო კლუბმა“ პორტუდან“ 2015 წელს 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. დანილომ აღიარა, რომ „რეალში“ ზეწოლის გამკლავება საკმაოდ გაუჭირდა.

„აქ შეცდომის დაშვება კატასტროფას ნიშნავს. შეიძლება ის მცირედი იყოს, მაგრამ პუბლიკა მწვავედ რეაგირებს.“

საბოლოოდ დანილო 2017 წელს „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა.

5 - როისტონ დრენტე

იმედისმომცემი და ნიჭიერი ნიდერლანდელი, რომელიც „რეალს“ 2007 წელს 14 მილიონი დაუჯდა. „ფეიენოორდიდან“ გადმოსულმა ახალგაზრდამ კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ თითქოს ჩაქრა. დრენტეს ძირითადად დისციპლინას უწუნებდნენ. როისტონი „რეალიდან“ „ჰერკულესში“ გადავიდა და 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, რათა „რეპისთვის“ მეტი დრო დაეთმო.

6 - კაკა

ალბათ, „რეალის“ ისტორიაში ყველაზე იმედგამაცრუებელი ტრანსფერი. ბრაზილიელ ვარსკვლავში მადრიდულმა გრანდმა 65 მილიონი ევრო გადაიხადა. სამწუხაროდ კაკას ტრანსფერი ჩავარდა. გამუდმებული ტრავმები და შემდეგ მოურინიოს უნდობლობა.. ამ ყველაფერს მესუთ იოზილის ბრწყინვალე თამაში დაემატა და 2007 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა „რეალში“ ისტორია ვერ დაწერა..

7 - ჯონათან ვუდგეიტი

ყველაზე ცუდი დებიუტი ისტორიაში? ვუდგეიტის სადებიუტო შეხვედრა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მისი გახსენება არც ისე სასიამოვნოა.. ავტოგოლი და წითელი ბარათი..

2004 წელს, ჯონათანი 18.3 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ნიუკასლიდან“ „რეალში“ გადავიდა. სეზონის მიმდინარეობისას ექიმები ვერ მიხვდნენ, რომ მას ტრავმა ჰქონდა და ასეთ პირობებში უწევდა თამაში.. საბოლოოდ მისი კარიერა არ აეწყო და 2006 წელს „რეალი“ დატოვა.

8 - ხავიერ სავიოლა

უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც „ბარსელონადან“ ფეხბურთელი „რეალში“ გადავიდა. ეს ყველაფერი 2007 წელს მოხდა. იმ დროს არგენტინელი თავდამსხმელი საკმაოდ ნიჭიერ მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ მადრიდულ გიგანტში თავი ვერ დაიმკვიდრა. ხავიერმა ჯამში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა და „ბენფიკაში“ გადავიდა.

9 - ედენ აზარი

რა შეიძლება ითქვას ბელგიელზე? 2019 წელი, 100 მილიონი მის სანაცვლოდ.. ბრწყინვალე კარიერა „ჩელსიში“.. „რეალში“ კი გაუთავებელი ტრავმები, მწვრთნელების უნდობლობა და დამსხვრეული იმედები.. აზარი სხვადასხვა ინტერვიუებში აცხადებს, რომ მომავალ სეზონში კვლავ ძველებური ფეხბურთელი იქნება და ჯერჯერობით „ბლანკოსი“ მას ენდობა..

10 - ლუკა იოვიჩი

ლუკა დღემდე „რეალის“ ფეხბურთელია, მაგრამ თითქმის არავის ახსოვს. „ბლანკოსმა“ მასში 2019 წელს „აინტრახტს“ 65 მილიონი ევრო გადაუხადა. 51 მადრიდული მატი და მხოლოდ 3 გოლი.. ჯერჯერობით იოვიჩის მომავალი ბურუსით არის მოცული. თავად ფეხბურთელს ესპანეთის დედაქალაქის დატოვება არ სურს..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"არ უნდა ეთამაშა" - სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა აღენიშნებოდა