გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილი: ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მათ ყველა შეიძულებს

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, კრაკოვის „ვისლაში“ მყოფი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც სეზონის სტარტზე იჯარის წესით ოდესის „ჩერნომორეცში“ იმყოფებოდა, კიევის „დინამოში“ დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრების უნივერსალმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში თავის კარიერაზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

„რუსეთში ადამიანებს არ აქვთ საკუთარი აზრი, ფულის გულისთვის პირს დახურავენ და უყურებენ ხალხის და ბავშვების სიკვდილს. ამ ადამიანებს არ სურთ განვითარება და ნორმალური ცხოვრება, რადგან ამის შემდეგ რუსეთში ნორმალური ცხოვრება არასოდეს იქნება. მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას, ამ ხალხს, ეს ქვეყანა დაიხურება, თითქოს მათ ირგვლივ კედელი აიგება. ეს სხვა სამყარო იქნება.

მათ ეშინიათ ციხეში ჩაჯდომის და სურთ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არაფერი მოხდება. ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა. ადრეც ვიცოდი, რა ხდებოდა საქართველოში, ცუდი დამოკიდებულება მქონდა მათი პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ ყველა იქ მყოფი ადამიანი - რა თქმა უნდა, შეიძლება სადღაც ქვეყანაში იყოს ორიოდე ნორმალური ადამიანი, ასიდან ერთი პროცენტი. მაგრამ ის ერთი პროცენტიც კი არ შემიმჩნევია. ასეთი ხალხი ცოტაა.

სულ არ ვარ დაინტერესებული რუსული კლუბების შემოთავაზებებით. არც განვიხილავ მათ. ჩემი ფოტო ბასტასთან? ის ერთ-ერთია, ვისაც ფულის ეშინია. შესაძლოა, მისნაირები არ უჭერენ მხარს ამ ომს, მაგრამ ეშინიათ ფულის და ტკბილი ცხოვრებისა. თუ ხმამაღლა იტყვიან, წამში ყველაფერს დაკარგავენ“.

- განაცხადა წიტაიშვილმა sportarena-სთან საუბრისას.

ფოტო - nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შტურმის ნახევარდაცვის გული და ტვინია
„შტურმის ნახევარდაცვის გული და ტვინია" - ავსტრიაში კიტეიშვილი გამოარჩიეს