რომელუ ლუკაკუ, პაულო დიბალა, სიმონე ინძაგი, ჰენრიხ მხითარიანი
Aa
Aa

TREQUARTISTA - ინტერი ძლიერდება და ინძაგის სქემის შეცვლა მოუწევს

ახალი სეზონიდან „ინტერი“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, რაც სიმონე ინძაგის გუნდის სათამაშო სქემის შეცვლას გამოიწვევს, წერს Football Italia.

როგორც ცნობილია, მილანელები მალე დიბალას, ლუკაკუსა და მხითარიანს გაიფორმებენ, რაც ინძაგის 3-5-2-ს შეცვლის. თუ, რა თქმა უნდა, მწვრთნელს ახალწვეულების სწორად გამოყენება უნდა.

სიმონე ინძაგიმ გუნდში მისვლის შემდეგ, ანტონიო კონტეს სქემით თამაში განაგრძო, მან ლუკაკუ ჯეკოთი შეცვალა, ერიკსენი კი ჩალჰანოღლუთი. ამას დიდად შედეგი არ მოუტანია. გუნდის შედეგები არ გაუმჯობესებულა და არც „ინტერის“ თამაში გამხდარა თვალსასეირო.

ივან პერიშიჩის „ტოტენჰემში“ წასვლის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მარცხენა ფლანგს რობინ გოსენსი ჩაიბარებს. Tuttosport-ის ცნობით, ინძაგის სქემა ფორმირდება და 3-4-1-2 სახეს მიიღებს. დიბალა ეგრეთწოდებული trequartista იქნება და ფორვარდების უკან იმოქმედებს. „ლა ხოია“ ნახევარდაცვასა და თავდასხმას დააკავშირებს. ამ პოზიციაზე არგენტინელი ალეგრის ფორმაციის „იუვენტუსში“ უკვე თამაშობდა.

რაც შეეხება მხითარიანს, მას როტაციაში თამაში მოუწევს. სომეხ ნახევარმცველს ძირითადში გარანტირებული ადგილი ჯერჯერობით ვერ ექნება. ტაქტიკიდან გამომდინარე მას დიდი კონკურენცია ელის.

ამ ყველაფრის განსახორციელებლად, ჯერ ტრანსფერები უნდა გაოფიციალურდეს, თუმცა როგორც იტალიური პრესა წერს, „ინტერს“ ხსენებული ტრიოს გაფორმება არ გაუჭირდება. თუ, ყველაფერი ასე მოხდა, 2022-23 წლების სეზონიდან „ნერაძურის“ სათამაშო სტილი შედარებით შემტევი და ძალიან საინტერესო გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა
რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა