კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორის ღირსეული ჟესტი - კონორმა ტყუპ ძმებს ოცნება აუსრულა

UFC-ის სუპერვარსკვლავმა, კონორ მაკგრეგორმა ორი ბიჭუნას ოცნება აასრულა. 13 წლის ადამსა და დილანს, რომლებიც ტყუპები არიან, MMA-ის მებრძოლის კარიერის აწყობა სურთ და აბუ დაბიში ჩანიშნულ ტურნირზე წასასვლელად საჭირო ფინანსები არ ჰქონდათ. ისინი MMA-ის ახალგაზრდულ საერთაშორისო გუნდში მოხვდნენ და MMA-ის საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF) ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზათ.

MMA-ის საერთაშორისო ფედერაციის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს და ბევრის აზრით, ეს დამწყები მებრძოლებისთვის საუკეთესო ტურნირია. სწორედ ამიტომ, ადამი და დილანი აბუ დაბიში წასვლაზე ოცნებობდნენ და ამისთვის 6 000 ევრო სჭირდებოდათ, რაც მათ ოჯახს არ გააჩნდა. ტყუპების დედამ დასახმარებლად კონორ მაკგრეგორს მიმართა და სოციალურ ქსელებში ლეგენდარული ირლანდიელი რამდენიმე პოსტზე მონიშნა. კონორს დამწყები მებრძოლები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათ 10 000 ევრო გადაურიცხა.

„ვვარჯიშობდი, როცა მწვრთნელმა ამის შესახებ მითხრა. არ მჯეროდა, მაგრამ შემდეგ კომენტარები მანახა და გავგიჟდი, თუმცა ახლა, ალბათ, უნდა გავიმარჯვო, რადგან მისგან ეს თანხა მივიღეთ“, - განაცხადა ადამმა. „მისი დახმარების გარეშე ალბათ, ვერ წავიდოდით. სიგიჟეა, ეს რომ მოხდა“, - დასძინა დილანმა.

სხვათა შორის, კონორ მაკგრეგორი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული, მაგრამ მისი სკანდალური ქმედებების გამო, ეს ხშირად უყურადღებოდ რჩება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კახა ცხადაძე: ,,იმაზე მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ
კახა ცხადაძე: ,,იმაზე მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ"