თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელ-ი დატოვა

კვიპროსული აპოელ-ი ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა დატოვა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

კვიპროსული მედიის ცნობით, აპოელ-ის მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელები ოქრიაშვილის თამაშით უკმაყოფილოები არიან. კონტრაქტის გაწყვეტა აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა.

30 წლის შემტევი აპოელ-ს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა, გასულ სეზონში საერთო ჯამში აპოელ-ში 27 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

აპოელ-ში ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია რჩებიან.

ოქრიაშვილს ''გაგრაში'' (2009-10), ''ილიჩევეცში'' (2010-13), ''ჩერნომორეცში'' (2014), ბელგიურ ''გენკში'' (2014-15), რუსულ ''კრასნოდარსა'' (2016-18) და ''ანორთოსისში'' (2019-21) უთამაშია. 2010 წელს ''გაგრადან'' დონეცკის ''შახტარში'' გადავიდა, თუმცა დონეცკური კლუბის პირველ გუნდში არ უთამაშია, იჯარით ''ილიჩევეცსა'' და ''ჩერნომორეცში'' იასპარეზა.

საქართველოს ეროვნულ გუნდში 50 მატჩში 13 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები