Aa
Aa

"პანდემიის დროს ხელფასები 600 მილიონით გაზარდეს" - ტებასი პსჟ-სა და სიტიზე

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პსჟ და „მანჩესტერ სიტი“ მათი ქმედებების გამო და ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უეფა პსჟ-ს ფინანსებს სწავლობს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში პარიზელების წინააღმეგ შესაძლოა საქმე აღიძრას.

„შეუძლებელია, რომ მათი კომერციული შემოსავალი დანარჩენებზე 200 მილიონი ევროთი მეტი იყოს, ეს არარეალურია.

ერთ-ერთი ნიშანია მათი მიმდევრები სოციალურ მედიაში. პსჟ-ს აქვს 18%-ით მეტი კომერციული შემოსავალი და ყველა ძირითადი კლუბის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

პსჟ-მ კოვიდ-ის ეპოქაში ხელფასები 600 მილიონ ევრომდე გაზარდა, მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების გარეშე. ცხადია, ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები არ არის დაცული.

ჩვენ ვერ შევძელით ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც მათ გააკონტროლებდა.

პრობლემა ის არ არის, რომ სახელმწიფოები ფლობენ კლუბებს. პრობლემა ის არის, რომ ეს კლუბები ფინანსების, ფინანსური სამართლიანი თამაშისა და სამომავლო წესების კუთხით მიუღებელ საქმეებს აკეთებენ ამ სფეროში. როგორც წესი, ეს გამოიხატება სპონსორობის გარიგებების დადებაში არა საბაზრო ფასში, ისინი ძვირია.

გარდა ამისა, მათ ამ ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან, გადააქვთ საგადასახადო ოპერაციები თავიანთ ქვეყნებში, რათა თავი აარიდონ ფინანსურ კონტროლს და ფორმალურად ეს ქმნის განცდას, რომ ისინი ნამდვილად იცავენ წესებს.

და მესამე, წაგებისა და დანაკარგის პრობლემა არ აქვთ, მაშინ როცა ფეხბურთში ყველას აქვს“,

- განაცხადა ტებასმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფენომენია და აღმოჩენა გახდება
„ფენომენია და აღმოჩენა გახდება" - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება