თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას მაგარი მატჩი და ბრწყინვალე დაფარება - თოკომ ვირტუს ბოლონიას მოაგებინა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა საკუთარ კედლებში გამართული შეხვედრა 84:78 მოიგო და სერიაში ანგარიში 2:3 გახადა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ვირტუს ბოლონიას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თორნიკემ მატჩი 15 ქულით, 2 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით და 1 დაფარებით დაასრულა. შენგელიამ „ვირტუს ბოლონიას“ ბოლო 11 ქულიდან 8-ში მონაწილეობა მიიღო. „თოკომოტივმა“ 6 ქულა თავად ჩააგდო, ერთხელ ასისტი გაიფორმა და უმნიშვნელოვანესი დაფარებაც მიითვალა, თუმცა საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე, როცა მისი გუნდი 5 ქულით იგებდა, მე-5 ჯარიმა მიიღო და პარკეტი დატოვა.

„თავის გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს! თუ სავარჯიშო დარბაზში მისვლა შემიძლია, ე.ი პარკეტზე გასვლა და თამაშიც შემიძლია. ჩემი მწვრთნელი და თანაგუნდელები მენდობიან და მე აქ მათთვის ვარ. ვირტუს ბოლონია ცოცხალია და ვნახოთ, მომავალში რა მოხდება“, - განაცხადა შენგელიამ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიასა“ და „ოლიმპია მილანოს“ მომდევნო შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება. თორნიკე შენგელიას გუნდი სტუმრად იასპარეზებს და სერიის გაგრძელებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდი შანსია, ეს მოხდეს
„დიდი შანსია, ეს მოხდეს" - გენტის პოზიცია ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით