მიზეზი უცნობია - კრივის ფედერაცია დაფინანსების გარეშე დარჩა
Aa
Aa

მიზეზი უცნობია - კრივის ფედერაცია დაფინანსების გარეშე დარჩა

საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ დაფინანსება შეუწყდა. როგორც ირკვევა, კრივის ფედერაციას დაფინანსების შეწყვეტა სატელეფონო კომუნიკაციის დახმარებით შეატყობინეს და ამის მიზეზი უცნობია.

„საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას შეუწყდა დაფინანსება გაურკვეველი ვადით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან  სატელეფონო კომუნიკაციით გვაცნობეს, რომ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო.

ამ ეტაპისთვის შეჩერებულია ყველა ღონისძიება და შეკრება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოკრივეთათვის. თითოეულ თქვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს იმ ახალგაზრდა მოკრივეების შრომის დაფასებაში, როგორებიც არიან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. საქართველოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები, მრავალი შიდა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები.

ქართველი მოკრივეებისთვის, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია. მოკრივეებისთვის, რომლებმაც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატებზე 15 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი. მათ ამ შედეგით შექმნეს ქართული კრივის ახალი ისტორია. ჩვენო გულშემატკივრებო, შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ჩვენი მოკრივეების წინსვლასა და წარმატებაში, ქართული კრივის მეტად განვითარებაში. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქართული კრივის განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი აიღო. ოქროს მედლები სახილ ალახვერდოვმა, არტიუშ გომციანმა და გიორგი ყუშიტაშვილმა მოიპოვეს, ლაშა გურული კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეზღვაური, რომელიც ჩემპიონი გახდა - Calciomercato-ს სტატია ბორის პაიჭაძეზე
მეზღვაური, რომელიც ჩემპიონი გახდა - Calciomercato-ს სტატია ბორის პაიჭაძეზე