მორიგი სასჯელი - ევროლიგამ რუსულ კლუბებს ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალა
დღეს, ევროლიგის ხელმძღვანელების (ECA) საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მომავალი ევროლიგისა და ევროთასის ახალი სეზონის მონაწილეების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა რუსულ კლუბებს ორივე ტურნირზე მონაწილეობის უფლება 1 წლით შეუჩერეს. მიზეზი კი ბუნებრივია უკრაინაში განვითარებული მოვნელებია.
შეზღუდვა ეხება სამ რუსულ კლუბს: ცსკა, „ზენიტი“ და „უნიკსი“, რომლებსაც ევროლიგაზე უნდა ეთამაშათ და ასევე ყუბანის „ლოკომოტივი“, რომელიც ევროთასზე იყო კვალიფიცირებული.
ცნობილია იმ გუნდების ვინაობაც, რომლებიც რუსულ კლუბებს ევროტურნირებზე ჩაანაცვლებენ. ევროთასზე მონაწილე გუნდები კი ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.