თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ლეგენდარული იტალიელი მთავარი მწვრთნელი: „თორნიკე შენგელია პოეტია"

ვალერიო ბიანკინი ცნობილი იტალიელი მთავარი მწვრთნელია, რომელსაც სხვადასხვა დროს, „ვირტუს ბოლონიაში“, „კანტუში“, „ვარეზეში“, „ვირტუს რომაში“ და იტალიის ეროვნულ ნაკრებში უმუშავია. იგი ევროლიგის 2-გზის ჩემპიონია და 2013 წელს, იტალიის საკალათბურთო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ბიანკინი Gazzetta dello Sport-ისთვის წერს და ფინალური სერიის შესახებ, რომელშიც ერთმანეთს „ოლიმპია მილანო“ და „ვირტუს ბოლონია“ ხვდებიან, საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ქართველ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს და მას „პოეტს“ უწოდებს.

„თორნიკე შენგელიას რბილი სროლა და ფართან ზურგით ყოფნისას, ბრწყინვალე ხედვა აქვს, რასაც ფეხით მუშაობის შესანიშნავი უნარი ემატება, ეს ყველაფერი კი გვიჩვენებს, რომ კალათბურთის ფუნდამენტური ასპექტები მან ზეპირად იცის. შენგელია პოეტია, როცა საქმე მჭიდრო სივრცეში მოძრაობას ეხება. მის გადაადგილებაში, თუნდაც ყველაზე ძალისმიერშიც კი, სიმსუბუქე იგრძნობა“.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოსთან“ 1:3-ს აგებს და მე-5 შეხვედრას დღეს, საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეზღვაური, რომელიც ჩემპიონი გახდა - Calciomercato-ს სტატია ბორის პაიჭაძეზე
მეზღვაური, რომელიც ჩემპიონი გახდა - Calciomercato-ს სტატია ბორის პაიჭაძეზე