დავით ხოჭოლავას მასტერკლასი და ელჩობა დანიაში
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა დანიაში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი გახდა. „კოპენჰაგენის“ ცენტრალურმა მცველმა ფონდის პრეზიდენტთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერა. თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელების დანიის კლუბებში მოხვედრის ხელშეწყობა იქნება.
ხელმოწერის შემდეგ კი ხოჭოლავამ, რომელიც „საბურთალოს“ სკოლის აღზრდილია, „ბენდელას“ სტადიონზე აკადემიის ბავშვებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.
დავით ხოჭოლავა - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
ტარიელ ხეჩიკაშვილი - საბურთალოს მფლობელი
ეროვნული ნაკრების მცველი ზაზა ფაჩულიას შემდეგ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მეორე ელჩი იქნება.