კონფერენს ლიგა
Aa
Aa

ცნობილია, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები კონფერენს ლიგის მეორე წრეში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის კენჭისყრა გაიმართა და შესაბამისად, გაირკვა ვის შეხვდებიან ქართული გუნდები მომდევნო ეტაპზე პირველი წრის დაძლევის შემთხვევაში.

პირველი წრის დაძლევის შემთხვევაში თბილისის „დინამოს“ მომდევნო მეტოქე „არარატ-არმენია“ იქნება, „საბურთალო“ კი რუმინულ FCSB-ს შეხვდება. რაც შეეხება გორის „დილას“, მეორე რაუნდში ანდრეი დემჩენკოს გუნდის მეტოქე ლიეტუვურ „პანევეჟისსა და მოლდოვურ „მილსამის“ შორის გამარჯვებული იქნება.

პირველი წრის პირველი მატჩები 7 ივლისს გაიმართება, საპასუხო თამაშები კი 14 ივლისს ჩატარდება, მეორე ეტაპის თამაშები კი 21 და 28 ივლისს შედგება.

აქვე ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემთხვევაში ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს და მეორე წრეში პოლონურ „ლეხსა“ და „ყარაბაღს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე შედგა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის წილისყრას, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ბათუმის „დინამო“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ყაზახურ „ტობოლსა“ და უნგრულ „ფერენცვაროშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილი: ''ასეთი ძლიერი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა''
წიტაიშვილი: ''ასეთი ძლიერი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა''