მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ბრძოლა UFC-ის ლეგენდის წინააღმდეგ - მერაბის დაბრუნება ახლოვდება

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე დაბრუნებას უახლოვდება. „მანქანას“ 2021 წლის 25 სექტემბრის შემდეგ არ უჩხუბია, როცა მარლონ მორაესს მოუგო და ცნობილი ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის ინფორმაციით, დიდი შანსია, მისი ბრძოლა აგვისტოში ვიხილოთ.

„UFC-ი მუშაობს, რომ ჟოზე ალდოსა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა UFC 278-ზე ჩანიშნოს, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება. ამ მომენტისთვის, შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ ყველაფერი ამისკენ მიდის“, - განაცხადა ჰელვანიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა.

ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა მეტოქეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ“ - დინამოში კონფერენს ლიგის კენჭისყრას აფასებენ
„ყველა მეტოქეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ“ - დინამოში კონფერენს ლიგის კენჭისყრას აფასებენ