ზიდანი კიდევ ერთხელ გამოირიცხა - პსჟ-ს გალტიე გაწვრთნის
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, დიდი ალბათობით პსჟ მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიე დაინიშნება. მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.
???? Le PSG est proche de signer Christophe Galtier ???????? au poste d’entraîneur !
— Hadrien Grenier (@hadrien_grenier) June 14, 2022
(@DiMarzio)
55 წლის გალტიეს მხოლოდ ფრანგულ კლუბებში უმუშავია. ის წვრთნიდა ''სენტ. ეტიენს'' (2009-17), ''ლილისა'' (2017-21) და ''ნიცას'' (2021-24). გალტიეს ''ნიცასთან'' ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულება გაწყდება და გალტიე პსჟ-ში გადაბარგდება.
ფრანგული მედია იუწყებოდა, რომ პსჟ-ს ზინედინ ზიდანი გაწვრთნიდა, თუმცა ლეგენდარულმა ფრანგმა მწვრთნელმა პარიზული გუნდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, მისი ოცნება და სურვილი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობაა.
გავლენიანი გამოცემა The Athletic იუწყება, რომ „პარი სენ ჟერმენსა“ და მაურისიო პოჩეტინოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც არგენტინელი სპეციალისტი გუნდს სეზონის დაწყების წინ დატოვებს.
ცნობილი გახდა, რომ პოჩეტინო და ნასერ ალ-ხელაიფი გასულ კვირას შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღეს. არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ მარცხი არ აპატიეს. ლიგა 1-ის მოგებამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე განცდილი წარუმატებლობა ვერ გადაწონა.