რომა, ნემანია მატიჩი
Aa
Aa

ოფიციალურად - მატიჩი რომას ფეხბურთელია

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატიჩი „რომაში“ მოურინიოს მოთხოვნით ითამაშებდა. Sky Sports Italia-მ დაწერა, რომ სერბი ნახევარმცველი სულ მალე სამედიცინოს შემოწმებას გაივლიდა..

ეს ინფორმაცია გამართლდა. ვეტერანი ფეხბურთელი „ჯალოროსის“ ოფიციალურად შეუერთდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნემანია მომავალ სეზონში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ 33 წლის ფეხბურთელი და ჟოზე კარიერაში მესამედ იმუშავებენ ერთად.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ნემანია მატიჩმა კომენტარი გააკეთა:

„პირველი შთაბეჭდილება დიდებულია. მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას. ყველამ კარგად იცის, რომ „რომა“ დიდი კლუბია და მოურინიო საოცარი სპეციალისტი. მე და ჟოზეს ერთად არაერთხელ გვიმუშავია და ჩემი აქ ყოფნის უმთავრესი მიზანი სწორედ ეს არის.

სერია ა მიმზიდველი ლიგაა. ვიცი, რომ აქ თამაში ადვილი არ არის. ასევე ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება, რაც ინტერესს უფრო ზრდის. „ოლიმპიკო“ საკულტო სტადიონია. მოუთმენლად ველი გულშემატკივრებით სავსე მატჩს. ძალიან აღელვებული ვარ. მინდა თავი ყველას კარგად დავამახსოვრო.“

მატიჩი „მანჩესტერ იუნაიტედში“

33 წლის ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებს“ 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, ნემანიამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 189-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები