ვახტანგ ლოლუა
Aa
Aa

პირველი ოქრო - ლოლუას ბრწყინვალე გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს. 48 კგ. წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ ფინალში აზერბაიჯანელი ელვინ იბადოვი 4:1 დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

ვახტანგ ლოლუას გარდა ოქროს მედალთან ახლოს არიან ანრი ხოზრევანიძე (51 კგ.) და ავთანდილ მამალაძე (60 კგ.). ორივე ქართველი მოჭიდავე ფინალშია.

ანრი ხოზრევანიძემ მოლდოველი მაქსიმ სარმანოვი (9:1) და უნგრელი პეტერ ტოტოკი (7:1) დაამარცხა, ხვალ კი ფინალში აზერბაიჯანელ ვადატ გასიმლის დაუპირისპირდება.

მამალაძემ ფინალის გზაზე იტალიელი ფედერიკო სერჯიო კანილია (10:0), ლიეტუველი ეიმანტას ანდრიუშკა (4:0), ჩეხი მარტინ კიჩი (15:7) და ავსტრიის ნაკრების წევრი ისა ბეკტემიროვი (10:1) ჩამოიშორა. ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი მაჰამად გასიმზადე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები