რეალი, ფლორენტინო პერესი, აურელიენ ჩუამენი
Aa
Aa

"გილოცავ, შენ შენი ოცნება აიხდინე" - პერესმა ჩუამენის მიმართა

ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან აურელიენ ჩუამენი მომავალი სეზონიდან მადრიდის „რეალში“ ითამაშებს. დღეს, „სამეფო კლუბმა“ ფრანგი ნახევარმცველი წარადგინა. „ბლანკოსის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კი მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

 

პერესი:

 

„ჩვენ სულ ახლახან დავასრულეთ განსაკუთრებული სეზონი, რომელიც გულშემატკივრებს სამუდამოდ ემახსოვრებათ. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი საინტერესო სეზონი იყო, რომელიც „რეალს“ თავისი ისტორიის განმავლობაში ჰქონია. მიუხედავად ამისა, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და გაცილებით მეტი გვინდა.

არავის გაუკვირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტედ მოგება გვინდა. ეს ჩვენი ახალი ოცნებაა. გვყავს საოცარი გუნდი საოცარი ფეხბურთელებით, რომლებმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბოლო 8 წელიწადში 5-ჯერ მოიგეს. წინ დიდი გამოწვევები გვაქვს და გუნდი ისეთი მოთამაშეებით უნდა გავაძლიეროთ, რომლებსაც დიდი ოცნებები და მიზნები აქვთ.

ჩუამენის სახით ჩვენთან გადმოვიდა ფეხბურთელი, რომელიც ზრდას გვაიძულებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. დღეს ის ჩვენი ფეხბურთელი გახდება. აურელიენ, გილოცავ შენ შენი ოცნება აიხდინე! თავისუფალი არჩევანის წინაშე იყავი და ყველაფერი სწორად გააკეთე.

შენ იგრძნობ ძალას, რომლის სიტყვებით გადმოცემა ძნელია. სანტიაგო ბერნაბეუს ძალას, სადაც გულშემატკივრები დაგეხმარებიან გაიგო ის ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვარსებობთ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცავთ და რაც შეგვიძლია გავხდეთ. შენ გახდები მოწმე და გეტყვი იმ ჯადოქრობის შესახებ, რომელიც იქმნება ჩვენს სტადიონზე, მაგრამ ახლა შენ თავად მიხვდები რატომ არის ეს კლუბი განსაკუთრებული.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წასვლიდან რამდენიმე საათში - მარსელოს ევროპული კლუბები ეპატიჟებიან
წასვლიდან რამდენიმე საათში - მარსელოს ევროპული კლუბები ეპატიჟებიან