პირლოსთან მუშაობა არ მოუწევს - ვატო არველაძე თურქულ კლუბს ტოვებს
CrystalSport-ის ცნობით, თურქულ ''ქარაგიუმრუქს'' ქართველი ფეხბურთელი ვატო არველაძე ტოვებს. მიმდინარე კვირაში კლუბმა მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნა დაადასტურა. ვატოს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვეში ეწურება, მხარეები ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებენ. აქედან გამომდინარე, ვატოს იტალიელ სპეციალისტთან მუშაობა არ მოუწევს.
Official, signed. Andrea Pirlo has been appointed as new head coach of Turkish side Fatih Karagümrük SK. ???????????????????? #transfers
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 12, 2022
This is gonna be Andrea Pirlo’s second chapter as manager after Juventus job one year ago. pic.twitter.com/mj9zAFSvai
24 წლის შემტევი 2020 წლიდან ''ქარაგიუმრუქში'' თამაშობს, საერთო ჯამში სუპერლიგის 22 მატჩში ითამაშა. გასულ სეზონში ტრავმის გამო სუპერლიგის მხოლოდ 5 შეხვედრაში ჩაერთო თამაშში. ამ კლუბის რიგებში ერთადერთი გოლი გასულ სეზონში გაიტანა, თურქეთის თასზე ''ბოდრუმსპორს'' შეუგდო.
ვატო არველაძეს ასევე უთამაშია ''სასკოში'' (2014), 35-ე საფეხბურთო სკოლაში (2014), თბილისის ''ლოკომოტივსა'' (2017-18, 2020) და პოლონურ კელცეს ''კორონაში'' (2018-20).
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში გიბრალტართან გატანილი პენალტია (2018 წელს).