დარვინ ნუნიესი, ლუის სუარესი
Aa
Aa

ბარსელონას დარვინ ნუნიესის გაფორმება 15 მილიონად შეეძლო, მაგრამ უარი განაცხადა

„ლივერპულმა“ „ბენფიკას“ ფეხბურთელი, დარვინ ნუნიესი რამდენიმე დღის წინ შეიძინა და მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც 25 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც დაემატება. ახალგაზრდა შემტევის „ენფილდზე“ გადასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ლუის სუარესის ძველი ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც მან ნუნიესზე ისაუბრა.

„ელ პისტოლეროს“ თქმით, მან დარვინის ტალანტი ადრეულ ასაკში შეამჩნია და „ბარსელონას“ მისი გადაბირება წლების წინ ურჩია. ურუგვაელი თავდამსხმელი „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებსაც გაესაუბრა, მაგრამ მათგან უარი მიიღო.

„როცა ნუნიესი ალმერიაში იმყოფებოდა, ბარსელონას მის შესახებ ვუთხარი. მათ რამდენიმე კითხვა დამისვეს და ვუპასუხე, რომ მისთვის თვალი ედევნებინათ, რადგან საინტერესო ფეხბურთელი იყო. მიუხედავად ამისა, მათგან ასეთი პასუხი მივიღე: „არა, ის ალმერიაში თამაშობს და ძალიან ახალგაზრდაა“. ბარსელონას თანხმობა რომ განეცხადებინა, 80, 90 ან 100 მილიონის ნაცვლად, 15 ან 20 მილიონად შეიძენდა“.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ნუნიესმა „ბენფიკას“ მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 34 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას ინიციატივა - მამარდას ხელთათმანები და ფეხბურთელთა მაისურები კეთილი მიზნებისთვის
ვალენსიას ინიციატივა - მამარდას ხელთათმანები და ფეხბურთელთა მაისურები კეთილი მიზნებისთვის