ერთით ნაკლები კონკურენტი ხვიჩას? - მერტენსი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს
მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ ლორენცო ინსინიემ დატოვა „პარტენოპეიმ“ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. იტალიური კლუბი ქართველ ფეხბურთელს სწორედ ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებს.
Football Italia ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც შესაძლოა „კვარას“ ერთით ნაკლები კონკურენტი ჰყავდეს. ცნობილი ხდება, რომ დრაის მერტენსი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ვეტერან ბელგიელს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.
რა თქვა მერტენსმა?
„მსურს სწორი არჩევანი გავაკეთო. კარგი კლუბის პოვნა მინდა. მშვიდად ვარ და ჩემს არჩევანზე ბევრს ვფიქრობ. ვიფიქრე, რომ „ნაპოლიში“ დავრჩებოდი. უცნაურია, ისინი დიდ ხანს იცდიდნენ.. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კლუბისგან არაფერი მსმენია. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში რამეს გავიგებ..“
მერტენსი „ნაპოლიში“
35 წლის ბელგიელი „პარტენოპეის“ 2013 წელს პსვ-დან შეუერთდა. 2013 წლიდან დღემდე, მერტენსმა „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 397-ჯერ მოირგო, 148 გოლი გაიტანა და 90 საგოლე გადაცემა შეასრულა.