Mirror: გრინვუდი შესაძლოა წინასასეზონო მომზადებისას იუნაიტედში დაბრუნდეს
მეისონ გრინვუდი მიმდინარე წლის იანვარში მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში მისი მეგობარი გოგონას ფოტოები გავრცელდა, რომელშიც ასახული იყო, თუ როგორ ძალადობდა მასზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეისონი სასჯელს არ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სასამართლო მას გაუპატიურებაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავდაპირველად გრინვუდმა გირაო გადაიხადა და ციხიდან გამოვიდა. გირაოს ვადა აპრილში იწურებოდა, თუმცა მოსამართლემ ვადა ივნისის შუა რიცხვებამდე გადაწია.
ამ ვადის მოახლოებასთან ერთად, გაჩნდა საუბრები, რომ ის სასჯელს არ მიიღებს და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვალდებულია ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბში აღადგინოს. გამოცემა Mirror ვარაუდობს, რომ შესაძლოა გრინვუდი „წითელ ეშმაკებს“ ტაილანდში და ავსტრალიაში წინასასეზონო მომზადებისას შეუერთდეს.
არსებობს საპირისპირო ინფორმაცია, რომელსაც ასევე Mirror ავრცელებს, რომლის თანახმადაც სანამ გამოიძება მის სასიკეთოდ არ დასრულდება მეისონი გუნდში ვერ დაბრუნდება.
აპრილში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ იძულებული გახდა, რომ ჭორებისთვის წერტილი დაესვა და ოფიციალური განცხადება გააკეთა:
„მეისონის სტატუსში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ წავშალეთ მისი პროფილი კლუბის ყველა საიტიდან.“
აღნიშნული გამოცემა იმასაც წერს, რომ უახლოეს დღეებში მეისონ გრინვუდის საქმე კიდევ ერთხელ განიხილება და შესაძლოა მას კიდევ დამატებით მოუწიოს გირაოს თანხის გადახდა.