მარსელო, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

წასვლიდან რამდენიმე საათში - მარსელოს ევროპული კლუბები ეპატიჟებიან

დღეს, მადრიდის „რეალს“ მარსელო დაემშვიდობა. ბრაზილიელმა უკანახაზელმა 15-წლიანი მადრიდული კარიერა დაასრულა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მეტი სათამაშო პრაქტიკა დაასახელა.

წასვლიდან რამდენიმე საათში, სპორტულ მედიაში ახალი ცნობები გაჩნდა. ავტორიტეტული გამოცემა GOAL წერს, რომ მარსელოს პირველი მსურველი „ფენერბახჩეა“. მთავარი ინიციატორი კი თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუშია.

როგორც ირკვევა, მარსელოს წარმომადგენლები „ფენერბახჩესგან“ ოფიციალურ შემოთავაზებას მიმდინარე კვირის ბოლოს ელოდებიან. GOAL-ის ცნობით, 34 წლის ბრაზილიელი თურქეთში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან მას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში.

ასევე ცნობილია, რომ მარსელო წლიურ ხელფასს 6 მილიონ ევროს ითხოვს და საინტერესოა, რამდენად შეძლებს „ფენერი“ აღნიშნული თანხის გადახდას. აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ფეხბურთელით „მარსელი“ და ყატარის რამდენიმე კლუბი ინტერესდება, თუმცა ვიეირას პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.

მარსელო „რეალში“

„მარსელიტო“ „სამეფო კლუბს“ 2007 წელს შეუერთდა და ძალიან მალე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა „რეალთან“ ერთად 15 წლის განმავლობაში ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

აღსანიშნავია, რომ მარსელო „ბლანკოსის“ ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 25 ტიტულია. ასეთი მაჩვენებელი „რეალის“ ისტორიაში არავის აქვს.

ასევე გეტყვით, 2007 წლიდან დღემდე მარსელომ მადრიდელთა მაისური ყველა ტურნირზე ერთად 545-ჯერ მოირგო, 38 გოლი გაიტანა და 103 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვან ბასტენი:
ვან ბასტენი: "მესი არ არის ის, ვინც ომში წინა ხაზზე დადგება"