ბარსელონა, ლა ლიგა, ჩავი ერნანდესი, ჟერარ პიკე
Aa
Aa

მძიმე შეხვედრა იყო - ჩავიმ პიკეს გამოუცხადა, რომ გუნდში აღარ სჭირდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა კლუბის ვეტერან ფეხბურთელს, ხერარდ პიკეს პირადი საუბრის დროს უთხრა, რომ მომავალ სეზონში აღარ სჭირდება. სააგენტო Sport.es-ის ცნობით, ჩავი ფეხბურთელს ორი კვირის წინ შეხვდა და მათ შორის სასიამოვნო საუბარი ნამდვილად არ ყოფილა. ესპანელი სპეციალისტი პიკეს ფიზიკური კონდიციებით და მოედნის გარეთ მისი არაპროფესიონალური ქცევებით უკმაყოფილოა, რაც მის ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩავისთვის პრიორიტეტული მომავლის გუნდის შექმნაა, ამ გუნდში კი პიკეს აღარ მოიაზრებს. მისი სურვილია, კლუბში იყოს ისეთი ცენტრალური მცველი, რომლის გარშემოც კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა იქნება შესაძლებელი, ერთ-ერთ კანდიდატად კი „სევილიას“ მცველს, ჟულ კუნდეს მოიაზრებს.

ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის შემდგარი საუბრის დროს, პიკემ ღიად დააფიქსირა, რომ კლუბის დატოვება არ სურს და ოპტიმალური ფორმის დასაბრუნებლად გაორმაგებული დატვირთვით ივარჯიშებს.

ამის მიუხედავად, ჩავი ფეხბურთელს კლუბის ღირსეულად დატოვებისკენ მოუწოდებს, ისე, როგორც ეს თავის დროზე კარლეს პუიოლმა გააკეთა, თუმცა ამ საკითხზე პიკესგან კატეგორიული უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ არსებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტებასი: ვაპირებთ არა მარტო უეფას, არამედ საფრანგეთის ხელისუფლებასაც ვუჩივლოთ
ტებასი: ვაპირებთ არა მარტო უეფას, არამედ საფრანგეთის ხელისუფლებასაც ვუჩივლოთ